ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო - ისრაელის თავდასხმებს 26 პალესტინელის, მათ შორის 9 ბავშვის, სიცოცხლე ემსხვერპლა

ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს 26 პალესტინელის, მათ შორის 9 ბავშვის, სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 122 ადამიანი.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ისრაელი და აცხადებს, რომ მოკლულია „ჰამასის“ 15 მებრძოლი, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გამოსროლილი 250 რაკეტის მესამედი კი მანამდე ჩამოვარდა, ვიდრე სამიზნეს მიაღწევდა რასაც პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.

რაც შეეხება ისრაელის მხრიდან დაშავებულების რაოდენობას, ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში სარაკეტო დარტყმების შედეგად 31 ადამიანი დაიჭრა.

“ჰამასის“ განცხადებით, მხოლოდ ერთი ხუთწუთიანი შეტევის დროს მათ ქალაქების, აშკელონისა და აშდოდის მიმართულებით 137 რაკეტა გაისროლეს.

„მაგენ დავიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის“ ინფორმაციით, პალესტინელი მებრძოლების მიერ ნასროლ რაკეტებს ქალაქ აშკელონში ორი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამასთან, ამავე ქალაქში, ერთ-ერთი რაკეტა სკოლის შენობას მოხვდა, სადაც საგაკვეთილო პროცესი გაუქმდა და შენობა დაიცალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა