Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 175 ქვეყანაში მიმდინარეობს, ამ დროისთვის ვაქცინების 1.31 მილიარდზე მეტი დოზაა გახარჯული

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 175 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 1.31 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 8.6% -ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 20.7 მილიონ ადამიანს უტარდება.

გამოყენებული ვაქცინების რაოდენობით მსოფლიოში ჩინეთი ლიდერობს, სადაც ვაქცინების 324 მილიონზე მეტი დოზაა გახარჯული. 261.5 მილიონი დოზაა გამოყენებული აშშ-ში, 175.6 მილიონი - ევროკავშირში, 172.6 მილიონი - ინდოეთში. ყველაზე მეტი მოქალაქე, პროცენტულად, ისრაელშია აცრილი, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 56.1 %-ს აქვს გაკეთებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს