ირაკლი კობახიძე - საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტი, რომელიც წარმოდგენილია, არჩევნების გაყალბებაზე საუბრის საბაბსაც არ დატოვებს

საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტი, რომელიც წარმოდგენილია, არჩევნების გაყალბებაზე საუბრის საბაბსაც არ დატოვებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, არავითარი კითხვის ნიშნები არ არის იმ პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა.

„არჩევნების გაყალბებაზე საუბრის საფუძველი 2020 წელსაც არ არსებობდა, მაგრამ რაც შეეხება საბაბს, საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტი, რომელიც წარმოდგენილია, არჩევნების გაყალბებაზე საუბრის საბაბსაც არ დატოვებს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა საარჩევნო ადმინისტრაციაში სამივე დონეზე. 8 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია იქნება 5 წევრით წარმოდგენილი, რაც მნიშვნელოვანია. ასევე, შემოგვაქვს გადათვლის მექანიზმი, რაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მინიმუმ უბნების 10%-ს გადათვლის. ამას ნულამდე დაჰყავს ყოველგვარი შანსიც კი რაიმე ტიპის მანიპულაციის. აქედან გამომდინარე, არავითარი კითხვის ნიშნები აღარ რჩება იმ პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც წარდგენილია ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ განმარტა, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეების საკითხი არ არის პრინციპული საკითხი, რამაც შეთანხმების კუთხით შეიძლება პრობლემა შექმნას.

„ან ასე ან ისე შევჯერდებით რაღაცაზე. განსაკუთრებული, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ამას არცერთი მხარისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა