ლაშა ხუციშვილი - ამერიკული კომპანია  SpinCar -ის მიერ  Pulsar AI -ის შეძენა არის  უდიდესი წარმატება და აღიარება ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის

ამერიკული კომპანია SpinCar -ის მიერ Pulsar AI -ის შეძენა არის უდიდესი წარმატება და აღიარება ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, მეტი ინვესტიცია ჩვენი ეკონომიკის მომავალია.

„მეტი ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში, მეტი ინვესტიცია ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში - ესაა ჩვენი ეკონომიკის მომავალი. მიხარია, რომ უკვე დღეს, ნათლად ვხედავთ ამ მომავლის საფუძვლებს.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საავტომობილო ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალური ლიდერი კომპანია SpinCar ქართული სტარტაპ Pulsar AI-ს ყიდულობს. Pulsar AI-ის ტექნოლოგიების ინტეგრირება მოხდება „სპინქარის“ პლატფორმაზე.

მსურს Pulsar AI -ის შესანიშნავ და ნიჭიერ გუნდს მივულოცო ეს წარმატება, რომელსაც მათ დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწიეს.

ამერიკული კომპანია SpinCar -ის მიერ Pulsar AI -ის შეძენა არის უდიდესი წარმატება და აღიარება ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის. ეს არის კიდევ ერთი სტიმული ინოვაციების სწრაფი განვითარების ხელშესაწყობად ჩვენს ქვეყანაში.

კიდევ ერთხელ, ვულოცავ ყველას, ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში”, - წერს მინისტრი სოციალურ ქსელ, „ფეისბუქში“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა