ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ღაზას სექტორში დარტყმებისთვის კიდევ ბევრი სამიზნე მუშავდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ბენი განცი აცხადებს, რომ ისრაელი კიდევ ბევრ სამიზნეს ამუშავებს, რომლებსაც შეიძლება ღაზას სექტორში დაარტყას.

მისი თქმით, ტერორისტული ორგანიზაციები ”სასტიკად დაზარალდნენ და კვლავ დარტყმის ქვეშ იქნებიან, რადგან მათ უგუნური გადაწყვეტილება მიიღეს ისრაელზე შეტევის სახით”.

განცმა სიმშვიდისკენ მოუწოდა არაბებსა და ებრაელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი ავივ კოჰავი აცხადებს, რომ ისრაელის სამხედრო დანაყოფებმა ბოლო დღენახევრის განმავლობაში იერიში 500-მდე სამიზნეზე მიიტანეს, მოკლეს ათობით ტერორისტი, რაც, მისი თქმით, ამ ანკლავში პალესტინური ტერორისტული ჯგუფებისთვის მტკივნეულია. კოჰავის თქმით, სამხედროები განაგრძობენ ღაზას სექტორში დარტყმებს „ჰამასისა“ და „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებზე და მზად არიან ფართო კონფლიქტისთვის.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო