რუსეთმა რუმინელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

რუსეთში რუმინეთი საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსეთმა ეს გადაწყვეტილება ბუქარესტიდან რუსი დიპლომატის გამოძევების საპასუხოდ მიიღო.

„რუმინეთის ელჩი კრისტიან ისტრატე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, სადაც მას გადაეცა სამინისტროს ნოტა, რომელშიც ნათქვამია, რომ კაპიტანი გ. ილიესკუ, რუმინეთის საელჩოს სამხედრო ატაშის თანაშემწე, პერსონა ნონ გრატად გამოცხდდა,“- აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

მათი ინფორმაციით, რუმინელ დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი აქვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა