ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა, ჯანმო-ს ინფორმაციით, ინდური ვარიანტი 44 ქვეყანაშია დაფიქსირებული

ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 348 421 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 23 მილიონს გადააჭარბა.

ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 4 205 ადამიანი ემსხვერპლა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან. საერთო ჯამში კი ინდოეთში კორონავირუსით 250 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის ინდური ვარიანტი, რომელსაც ორგანიზაციამ „შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიანიჭა, მსოფლიოს 44 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთში მდინარე განგის სანაპიროებზე ათობით ცხედარი გამოირიყა. დაღუპულები, სავარაუდოდ, კოვიდ 19-ით გარდაცვლილები არიან და გვამები მდინარეში იმის გამო აღმოჩნდნენ, რომ კრემაციისთვის განკუთვნილი ადგილები გადატვირთულია, ან ნათესავებმა მათი კრემაციისთვის საჭირო შეშის შოვნა ვერ შეძლეს.

იხილეთ ვიდეო:ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო