ჯანმო - მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები 4%-ით შემცირდა

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 5.5 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 4%-ით ნაკლებია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი -2 738 957 შემთხვევა ინდოეთში დაფიქსირდა, რაც 5%-ით მეტია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით, შემდეგ მოდის ბრაზილია 423 438 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილი შემთხვევების ტოლია, მესამე ადგილზეა შეერთებული შტატები 334 784 ახალი შემთხვევით, წინა კვირასთან შედარებით დაინფიცირების მაჩვენებელი 3 %-ითაა შემცირებული, მეხუთე და მეექვსე ადგილზე კი თურქეთი ( 166 733 ახალი შემთხვევა) და არგენტინაა (140 771 ახალი შემთხვევა).

ამავე ანგარიშის თანახმად, გასული შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსს 90 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც 4%-ით ნაკლებია წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით.

იხილეთ ვიდეო:ჯანმო - მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები 4%-ით შემცირდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა