ჯიმ რიში - ახლა, როცა ბატონი მელია გათავისუფლდა, ველოდები, რომ ვისაც ჯერ არ მოუწერია ხელი შეთანხმებისთვის, მოაწერენ და დაიკავებენ თავიანთ ადგილებს პარლამენტში

მოხარული ვარ, რომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია ციხიდან გათავისუფლდა. მისი გათავისუფლებით შესრულდა 2021 წლის აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი ძირითადი პირობა,- ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ჯიმ რიშის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

სენატორის თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ პოლიტიკური პარტიების პარლამენტში შესვლას ელოდება.

„ახლა, როდესაც ბატონი მელია გათავისუფლდა, ველოდები იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც ჯერ არ მოუწერიათ ხელი შეთანხმებისთვის, შეასრულებენ თავიანთ დანაპირებს, მოაწერენ ხელს, დაიკავებენ თავიანთ ადგილებს საქართველოს პარლამენტში და იმუშავებენ სხვა ხელმომწერებთან ერთად იმისთვის, რომ დახურონ ეს უსიამოვნო თავი საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში,“- აღნიშნულია სენატორის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა