ლადო ბოჟაძე - უდიდესი ცინიზმია, როდესაც მკვლელობებში, ხალხის თანხების ფლანგვაში და ათას საზიზღრობაში გასვრილი ადამიანები მიდიან სტრასბურგში და საკუთარ ქვეყანას უჩივიან

უდიდესი ცინიზმია, როდესაც მკვლელობებში, ხალხის თანხების ფლანგვაში და ათას საზიზღრობაში გასვრილი ადამიანები მიდიან სტრასბურგში და საკუთარ ქვეყანას უჩივიან, - ამის შესახებ ექსპერტი ლადო ბოჟაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რითაც ეხმაურება სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას და გიგი უგულავას საჩივრებს.

როგორც ბოჟაძე აცხადებს, პოლიტიკური უტიფრობის ამაზე დიდი დონე და ხარისხი აქამდე არასოდეს უნახავს.

„სააკაშვილის სისტემამ, რომელმაც მოკლა გირგვლიანი, ხოლო შემდეგ მან სანდროს მკვლელები შეიწყალა, სასიკვდილოდ გაიმეტა ვალერი გელაშვილი, გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი მილიონები, დაარბია მიტინგები და სასტიკად გაუსწორდა თავის ხალხს, მიდის სტრასბურგში და უსინდისოდ იწყებს მტკიცებას, რომ მას ქვეყანაში არ მიეცა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ავიწყდება, რომ ის ყველაზე დიდმა მსაჯულმა, ხალხმა გაასამართლა და სტრასბურგი კი არა, ალბათ მთელი ცხოვრება რომ კელიაში გაატაროს, ეგ მონანიებაც არ უშველის.

მეორე უტიფარი უგულავა, რომელმაც თავად აღიარა 50 მილიონი მოვიპარე ბიუჯეტიდანო, საკუთარ ქვეყანას უჩივის.

აი მესამე უტიფარი პოლიტკრიმინალი მელია, იმასაც კი ვერ ბედავს, რომ ყველაფერს თავის სახელი დაარქვას და ქართველ ხალხს ეუბნება, არა საქართველოს არამედ ქართულ ოცნებას ვუჩივიო.

უდიდესი ცინიზმია, როდესაც მკვლელობებში, ხალხის თანხების ფლანგვაში და ათას საზიზღრობაში გასვრილი ადამიანები მიდიან სტრასბურგში და საკუთარ ქვეყანას უჩივიან. და გგონიათ, რომ ამას ქართველი ხალხი ვერ ხვდება? ხვდება კი არა, ხარს რომ წითელს აუფრიალებ, ისეა თქვენი საქმე. მიდით, იძახეთ რომ არც გირგვლიანი მოგიკლავთ, არც მიტინგები დაგირბევიათ და არც სხვა კრიმინალი ჩაგიდენიათ, მოვა არჩევნები მალე და აი ამ უტიფრობის გამო პასუხს აუცილებლად მიიღებთ“, - წერს ბოჟაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა