„ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

„ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი, ენტონი სმიტი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.

„ჩვენ წარსულში თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებდა და ფონდში ყველამ ვიცით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი გამოცდილების გამოყენებით შეასრულებთ სამუშაოს ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე საქმიანობისას. გარდა ამისა, ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, გვეხილა, თუ როგორ ხელმძღვანელობდით პარლამენტის ეფექტურობის ხელშეწყობას მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაში, რომელსაც ენდობიან მოქალაქეები და როგორ უძღვებოდით საქართველოს პროგრესს მდგრადობის მიღწევისკენ.

მოველით თქვენთან თანამშრომლობას“,- წერია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის გამოგზავნილ მისალოც წერილში.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა