კრისტიან დანიელსონი - შეთანხმება უნდა მოხდეს ამნისტიის კანონზე, უნდა მოხდეს მუშაობა საარჩევნო კანონზე, ასევე უნდა განხორციელდეს ამბიციური სასამართლო რეფორმა

19 აპრილის შეთანხმება მნიშვნელოვანია, რადგან მან შექმნა შესაძლებლობა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად და მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად, - ამის შესახებ ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა ონლაინ დისკუსიის განაცხადა, რომელიც საქართველოს მიერ პოლიტიკური სტაბილურობის აღდგენისა და რეფორმების გატარების თემას მიეძღვნა.

„ეჭვგარეშეა, რომ 19 აპრილის შეთახმება ძალიან მნიშვნელოვანია და მან შექმნა რეალური შესაძლებლობა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად. არანაკლებად მნიშვნელოვანია ის, რომ ის საფუძველს უყრის საქართველოში რეფორმების განხორციელებას. შეთახმება შეიცავს ბევრ ისეთ პირობებს, რომელსაც საქართველოს დემოკრატიის ფორმაზე ხანგრძლივი გავლენის მოხდენა შეუძლია. საქართველოს ახლა აქვს შანსი პროგრესული საპარლამენტო მოდელი ჩამოაყალიბოს, სადაც მრავალმნიშვნელოვანი და ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესი იმართება.

ახლა მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიული იმპულსის ხილვა, რომ ქართულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა შეძლონ და აჩვენონ ერთიანობა ზოგიერთ ძირითად დემოკრატიულ მისწრაფებაში, მათ შორის პოლიტიკის მნიშვნელოვან ხაზებზე, რომელზე შეთანხმებაც 19 აპრილს მოხდა,“- აღნიშნა დანიელსონმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება.

„შეთანხმება უნდა მოხდეს ამნისტიის კანონზე, პარალელურად, უნდა მოხდეს მუშაობა საარჩევნო კანონზე, ასევე უნდა განხორციელდეს ამბიციური სასამართლო რეფორმა,“- აღნიშნა დანიელსონმა.

მისი თქმით, ამ საკითხებზე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევით საქართველო შეძლებს ფოკუსირება მოახდინოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა პანდემია და მისი ეკონომიკური შედეგები, ასევე გარემოსდაცვითი გამოწვევების გადალახვა.

დანიელსონმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია ევროკავშირის დახმარების იმედი ჰქონდეს, როგორც პოლიტიკური, ასევე კონკრეტული დახმარების სახით და მან იმ ფინანსურ დახმარებაზე ისაუბრა, რაც ევროკავშირმა საქართველოს ბოლო პერიოდში აღმოუჩინა. თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის.

„ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის და დაკავშირებულია ადგილზე რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ პროგრესზე განხორციელებულ კონკრეტულ რეფორმებზე და ასეც უნდა იყოს ახლო პარტნიორებს შორის“, - აღნიშნა დანიელსონმა.

ონლაინ დისკუსია სახელწოდებით „როგორ შეიძლება საქართველომ აღადგინოს პოლიტიკური სტაბილურობა და შეუდგეს რეფორმებს?!" (How Georgia can restore political stability and reform momentum) ღია საზოგადოების ფონდების ბრიუსელის და საქართველოს ოფისების ინიციატივით, ევროპარლამენტარ პეტრას ოსტრიავიჩუსის პატრონაჟით (ALDE/ლიეტუვა) ჩატარდა.

დისკუსია დაეყრდნო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტსა და მის შემდგომ აღსრულებას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის წევრები თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მთავარი მომხსენებლები იყვნენ ევროკავშირის მედიატორი კრისტიან დანიელსონი, ევროპარლამენტარები პეტრას აუსტრევიჩიუსი, ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, ღია საზოგადოების ფონდების წარმომადგენლები ქეთი ხუციშვილი საქართველოდან და ისკრა კიროვა ბრიუსელის ოფისიდან. პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ შოთა დიღმელაშვილი და ბაკურ კვაშილავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა