ანდრიუს კუბილიუსი - მზად უნდა ვიყოთ, რომ 2024 წელს საქართველოს სათანადო პასუხი გავცეთ და ვიმედოვნებ, ეს პასუხი პოზიტიური იქნება

ხშირად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პოლიტიკოსები იყენებენ ინტეგრაციის ენას, რომ მათი სტრატეგიული მიზანია ევროკავშირთან ინტეგრაცია, მაგრამ მათ არ სჯერათ, რომ ეს ინტეგრაცია რეალურია, რაც ძალიან დიდი პრობლემაა,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მონაწილეობით გამართული ონლაინ დისკუსიისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს ერთი მხრივ იმის გამო ხდება, რომ პოლიტიკოსები ვერ ხედავენ მკაფიო ნიშანს ევროკავშირის მხრიდან.

კუბილიუსის განცხადებით, აქედან გამომდინარე, ევროკავშირი მზად უნდა იყოს, რომ 2024 წელს საქართველოს სათანდო პასუხი გასცეს წევრობაზე გაკეთებულ ოფიციალურ განაცხადზე და სასურველია ეს პასუხი დადებითი იყოს.

„მე რეალურად შევაქე „ქართული ოცნების“ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთებას, რომელიც, ასევე, მხარდაჭრილი იყო ოპოზიციის მხრიდან. მაგრამ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ განცხადება, არამედ ეს უნდა იყოს უფრო ძლიერი პოლიტიკური ნების გამოვლენის მოტივაცია და უნდა იყოს მოტივაცია ძლიერი რეფორმების დღის წესრიგის შექმნისთვის. მე ვხედავ, რომ ხშირად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პოლიტიკოსები იყენებენ ამ ინტეგრაციის ენას, რომ მათი სტრატეგიული მიზანია ევროკავშირთან ინტეგრაცია, მაგრამ მათ არ სჯერათ, რომ ეს ინტეგრაცია რეალურია, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის ხოლმე, რომ ისინი ვერ ხედავენ მკაფიო ნიშნს ევროკავშირის მხრიდან. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ 2024 წელს საქართველოს სათანადო პასუხი გავცეთ და ვიმედოვნებ, რომ ეს პოზიტიური პასუხი იქნება“, - განაცხადა კუბილიუსმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს