მოსკოვი აშშ-ის საელჩოს პრესმდივანს რებეკა როსს ქვეყნიდან აძევებს

მოსკოვში აშშ-ის საელჩოს პრესმდივანი რებეკა როსსი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რებეკა როსსმა მათთან საუბარში დაადასტურა, რომ ის ერთ-ერთია იმ 10 ამერიკელ დიპლომატს შორის, რომელსაც რუსეთი ქვეყნიდან აძევებს.

შეგახსენებთ, 15 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ. სანქციები, სხვა ზომებთან ერთად, ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომლის შეერთებული შტატებიდან გაძევებას ითვალისწინებს, რომელთა შორის, ამერიკული მხარის განცხადებით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები არიან. ამის საპასუხოდ მოსკოვმა რუსეთში აშშ-ს საელჩოს 10 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია 21 მაისის დღის ბოლომდე უნდა დატოვონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა