ანონსი 13 მაისი

13 მაისს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე 2020 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს. შეხვედრას პარლამენტის წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მის: საქართველოს პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

საკონტაქტო: ხატია წიკლაური - 577 25 55 15

13 მაისს, 10:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული).

13 მაისს, 10:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

13 მაისს, 10:30 საათზე, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ კომისიის წევრები მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან განცხადებას გააკეთებენ.

A კორპუსი, III სართულის ფოიე.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

13 მაისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ეპიდსიტუაცია და ჰუმანიტარული კრიზისი ოკუპირებულ აფხაზეთში. ოკუპირებულ რეგიონში ვაქცინაცია რუსული წარმოების „სპუტნიკით“ იწყება - განწყობები მოსახლეობაში.რუსეთი აფხაზეთს დაფინანსებას აღარ აძლევს - რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება რეგიონში".

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო : 593 53 45 24

13 მაისს, 11:00 საათზე, მანიფესტის ავტორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ თევზაძე და ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ჟურნალის „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ მთავარი რედაქტორი გიორგი ჩიტიძე ბრიფინგს გამართავენ.

თემა: მოთხოვნა, უახლოეს სხდომაზე მთავრობამ განიხილოს მანიფესტის შინაარსი, შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს დადგენილებაში და გაუქმდეს „ე.წ კომენდანტის საათი“.

მის: დავით აღმაშენებლის გამზ.73

13 მაისს, 11:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ წევრების ბრიფინგი გაიმართება.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ).

13 მაისს, 11:00 საათზე, მცხეთაში, გუბერნიის შენობაში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა გაიმართება.

მონაწილეობას მიიღებენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთში დავით ნოზაძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

13 მაისს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

13 მაისს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული).

http://parliament.ge/ge/media/anonsi/13-maisianonsi2021.page.htm

13 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

13 მაისს, 12:45 საათზე, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება.

13 მაისს, 15:00 საათზე, რუსთავში, გუბერნიის შენობაში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა გაიმართება.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

13 მაისს, 16:00 საათზე, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორი, ხათუნა ბურკაძე გაუძღვება საჯარო ლექციას საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, რომელსაც წარმოგიდგენთ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო ( ELSA Georgia) ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისთან“ თანამშრომლობით.

ღონისძიების ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://www.facebook.com/GeocaseGeo

საკონტაქტო: 599 21 21 23

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო