სერგეი ლავროვმა და ენტონი ბლინკენმა კრემლისა და თეთრი სახლის ლიდერების მოსალოდნელი შეხვედრის საორგანიზაციო საკითხი განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტელეფონით ორი ქვეყნის პრეზიდენტების - ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრის ორგანიზების შესახებ ისაუბრეს. ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

„განიხილეს რუსეთ-ამერიკის სხვა კონტაქტების გრაფიკი მომდევნო პერიოდისთვის, მათ შორის, ვაშინგტონის შემოთავაზება რუსეთ-ამერიკის სამიტის ორგანიზების შესახებ“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დაიგეგმა ლავროვი-ბლინკენის შეხვედრა არქტიკული საბჭოს ფარგლებში, რომელიც რეიკიავიკში 20 მაისს გაიმართება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ლიდერს რამდენიმე კვირის წინ შესთავაზა პირისპირ შეხვედრა მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს