ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან დღეს 180 რაკეტა ისროლეს

ისრაელის თავდაცვითი ძალების ცნობით, ისრაელის ტერიტორიაზე ღაზას სექტორიდან დღეს, დილის 6 საათიდან 180 რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს.

მათივე ინფორმაციით, დასახლებული პუნქტებისკენ მიმართული ათობით ჭურვი თავდაცვითი სისტემების მეშვეობით გაანეიტრალეს.

კიდევ 40 ჭურვი ისროლეს ღაზას სექტორიდან ისრაელისკენ, თუმცა მათ საზღარი ვერ გადაკვეთეს და ანკლავის შიგნით ჩამოცვივდნენ.

ისრაელის თავდაცვითი ძალების მონაცემებით, დაახლოებით 1 300 რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს ისრაელისკენ ორშაბათ საღამოდან, როცა ვითარების გამწვავება დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა