მაჰმუდ აბასი - იერუსალიმი არის წითელი ხაზი, არ იქნება მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა, სანამ ის არ გათავისუფლდება

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ ხელმძღავნელობა ყველა ღონეს იხმარს პალესტინელი ხალხის დასაცავად და ოკუპაციის შესაჩერებლად, რათა ზიანი არ მიადგეს წმინდა ადგილების და პალესტინის დანარჩენ ტერიტორიებს. ამის შესახებ მან რამალაში, პრეზიდენტის შტაბში ხელმძღვანელობის შეხვედრისას განაცხადა.

„მიმდინარე აგრესიამ პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ყველგან, მათ შორის ღაზას სექტორში, გადააჭარბა ყველა ზღვარს, ყველა საერთაშორისო ნორმისა და შეთანხმების უგულებელყოფით, რაც გვაყენებს ეროვნული ვალდებულებებით დაკისრებული ძალიან რთული არჩევანის წინაშე დავიცვათ წმინდა ადგილები, უფლებები და ადამიანები. იერუსალიმი არის წითელი ხაზი. ის არის პალესტინის გული და სული და მისი მარადიული დედაქალაქი. არ იქნება მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა, სანამ ის არ გათავისუფლდება. ჩვენ არ მივიღებთ იმ ფაქტს, რაც ოკუპაციას სურს დააწესოს იერუსალიმში პალესტინელებზე შეტევით. პალესტინელები არსად წავლენ და დარჩებიან ოკუპაციის თვალსაჩინო მაგალითად. ისინი არ დატოვებენ სამშობლოს. უსაფრთხოება არ მოდის იარაღისა და ჩაგვრის ძალით“, - განაცხადა აბასმა.

ბოლო ინფორმციით, ღაზას სექტორში ისრაელის მხრიდან ავიაიერიშს ორშაბათის შემდეგ 56 პალესტინელი ემსხვერპლა, მათ შორის 14 ბავშვი, 5 ქალი და ერთი მოხუცია - ინფორმაციას ანკლავის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს. პალესტინის მედიასაშაულებების ცნობით, ამ დრომდე დაიჭრა 335 ადამიანი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს