აშშ-ის მილსადენმა Colonial-მა მუშაობა განაახლა

აშშ-ში ყველაზე დიდი საწვავის მილსადენის, Colonial-ის, ოპერატორმა განაცხადა, რომ მუშაობა განაახლა, თუმცა აღნიშნა, რომ პროდუქტის მიწოდების ჯაჭვის ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას რამდენიმე დღე დასჭირდება.

Colonial-ის მილსადენის ქსელის ძირითადი ნაწილი გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად პარასკევს დაიხურა.

8 900 კმ სიგრძის მილსადენი დღეში 2.5 მილიონ ბარელ საწვავს ატარებს, რაც აღმოსავლეთ სანაპიროზე მიწოდებული დიზელის, ბენზინისა და რეაქტიული საწვავის 45%-ია. მილსადენის მუშაობის პარალიზებამ აშშ-ში საწვავზე ფასების ზრდა გამოიწვია, ზოგიერთ შტატში კი საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა,

ფედერალურმა ბიურომ კიბერშეტევაში კიბერ-კრიმინალური დაჯგუფება DarkSide დაადანაშაულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა