პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს თავდაცვის მინისტრს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში დღეს თავდაცვის მინისტრს ელოდებიან. ჯუანშერ ბურჭულაძეს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ.

ჯუანშერ ბურჭულაძე პარლამენტში, თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრებს.

როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აცხადებს, შთამბეჭდავია ის ნაბიჯები, რომელიც შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციის თვალსაზრისით გადაიდგა.

„მოვისმენთ ინფორმაციას თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ. ეს იქნება ძალიან საინტერესო მოსმენა. თავდაცვის უწყება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყებაა ჩვენს ქვეყანაში. შთამბეჭდავია ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციის თვალსაზრისით,“ - აცხადებს ირაკლი ბერაია.

თავდაცვის მინისტრის მოსმენას დაესწრებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში დღეს თავდაცვის მინისტრს მოუსმენენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა