ინდოეთში კორონავირუსის 362 727 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 120 ადამიანი გარდაიცვალა

ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 362 727 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 23.7 მილიონს მიაღწია, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, კოვიდ 19-ს ქვეყანაში კიდევ 4 120 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 258 317-ს მიაღწია.

„ინდოეთის სამედიცინო კვლევების საბჭოში“ აცხადებენ, რომ იმ რაიონებში, სადაც დაინფიცირების მაჩვენებელი 10% -ზე მეტია, საჭიროა, „ლოქდაუნი“ ძალაში მომავალი 6-8 კვირის განმავლობაში დარჩეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ინდოეთის მდინარეებმა ბიჰარის, უტარ-პრადეშისა და მადჰია პრადეშის შტატებში ათობით ცხედარი გამორიყეს. დაღუპულები, სავარაუდოდ, კოვიდ 19-ით გარდაცვლილები არიან და გვამები მდინარეში იმის გამო აღმოჩნდნენ, რომ კრემაციისთვის განკუთვნილი ადგილები გადატვირთულია, ან ნათესავებმა მათი კრემაციისთვის საჭირო შეშის შოვნა ვერ შეძლეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს