„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, ქუთაისის მერის მოადგილის ბიზნესპარტნიორის კომპანია ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტენდერებს იგებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ქუთაისის მერის მოადგილის, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორის კომპანია შპს “ლიკო-1” ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტენდერებს იგებს. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ თავად იუზა უგულავა 2019 წლიდან ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიას.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შპს “ლიკო-1”-ის მფლობელი იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორი ზაალ ხიდაშელია, რომლის კომპანიამაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის 294 545 ლარის ტენდერი მოიგო, 5-დან 4 ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა, ხოლო სატენდერო კომისიას ქუთაისის მერის მოადგილე იუზა უგულავა ხელმძღვანელობს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლონ ქუთაისის მერიის ტენდერებში შპს “ლიკო-1”-ის გამარჯვების კანონიერების საკითხი.

„სწორედ 2019-2021 წლებში გაიმარჯვა ქუთაისის მერიის მიერ აუქციონის გარეშე გამოცხადებულ 5 ელექტრონულ ტენდერში შპს “ლიკო-1”-მა. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია ზაალ ხიდაშელი, რომელიც ქუთაისის მერის მოადგილის, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორია. იუზა უგულავა და ზაალ ხიდაშელი ფლობენ 50-50%-იან წილებს შპს “იუკოში”, რომლის დირექტორიც ასევე ხიდაშელია.

ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 294,545 ლარი შეადგინა. 2019 წელს 114,220 ლარის ტენდერი მოიგო, 2020 წელს - 16,000 ლარის, ხოლო 2021 წლის 5 მარტს კომპანიასთან 164,325 ლარზე გაფორმდა ხელშეკრულება. ხუთი ტენდერიდან ოთხ შემთხვევაში შპს “ლიკო-1”-ს კონკურენტი არ ჰყოლია. კომპანიას ქუთაისის სკვერებისთვის ძელსკამები უნდა დაემზადებინა და დაემონტაჟებინა.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,იუზა უგულავა ვალდებული იყო, განეცხადებინა ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ (რადგანაც ტენდერში მონაწილე კომპანიის წილის მფლობელი და დირექტორი მისი ბიზნესპარტნიორია) და შეეწყვიტა აღნიშნული შესყიდვების განხილვის პროცესში მონაწილეობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, ტენდერებში შპს “ლიკო-1”-ის გამარჯვება და ზემოთ მოყვანილი გარემოებები წარმოშობს ეჭვს პროცესის გამჭვირვალობასთან და შემსყიდველი ორგანიზაციების მიუკერძოებელ მიდგომასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლონ ქუთაისის მერიის ტენდერებში შპს “ლიკო-1”-ის გამარჯვების კანონიერების საკითხი“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა