დავით ბაქრაძე - რურუას და მელიას გამოშვება იყო ის ზღვარი, სადამდეც მე არ ვმონაწილეობდი პარლამენტის მუშაობაში და რომლის შემდეგაც ვუბრუნდები პარლამენტს მიშელის დოკუმენტის შესაბამისად

გიორგი რურუას და ნიკა მელიას გამოშვება იყო ის ზღვარი, სადამდეც მე არ ვმონაწილეობდი პარლამენტის მუშაობაში და რომლის შემდეგაც ვუბრუნდები პარლამენტს პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მივიდა.

როგორც მან აღნიშნა, რურუას და მელიას გათავისუფლებამ შექმნა მოცემულობა, რომ არა მხოლოდ მან, არამედ მთლიანად საპარლამენტო ოპოზიციამ სრულფასოვნად დაიწყოს საპარლამენტო საქმიანობა.

„პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრის შემდეგ მე განვაცხადე, რომ საპარლამენტო საქმიანობაში ჩავერთვებოდი მხოლოდ მას შემდეგ, რაც გათავისუფლდებოდნენ პოლიტპატიმრები. დღეს ნიკა მელია და გიორგი რურუა თავისუფლები არიან. მუშაობის ეს ეტაპი დასრულებულია და მათმა თავისუფლებამ შექმნა იმის პირობები, რომ საპარლამენტო ოპოზიცია და არა მხოლოდ მე სრულფასოვნად ჩაერთოს საპარლამენტო მუშაობაში ყველა იმ საკითხზე სამუშაოდ, რაც დღეს აწუხებს მოსახლეობას,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა