ნათია თურნავა - ქართული სტარტაპები ძალიან კონკურენტუნარიანები არიან საერთაშორისო ბაზარზე; ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ახლა უკვე 10 წლიანი გეგმის ფარგლებში გავაძლიეროთ მათთან გვერდში დგომის სტრატეგია

ძალიან შთამბეჭდავი წარმატებაა. ვულოცავ, როგორც ჩვენს ახალგაზრდებს - „პულსარის“ დამფუძნებლებს, ასევე ამერიკულ კომპანია SpinCar-ს, ვინც შეიძინა რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარად ჩვენი ადგილობრივი სტარტაპი, - ამის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული სტარტაპის, Pulsar AI-ის თანადამფუძნებლებს შეხვდა.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ ადგილობრივი ქართული სტარტაპები ძალიან კონკურენტუნარიანები არიან საერთაშორისო ბაზარზე.

„ჩვენთვის ორმაგად საამაყოა, იმიტომ, რომ სტარტაპი „პულსარი“ არის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტების ბენეფიციარი 2018-2019 წლებში. ჩვენ ვეხმარებოდით მათ, ისევე, როგორც ათობით სხვა ადგილობრივ ქართულ სტარტაპს ზრდასა და განვითარებაში.

ზოგადად, ჩვენი პოლიტიკაა სტარტაპ ეკოსისტემის შექმნა საქართველოში, გაძლიერება და ეს კონკრეტული გარიგება, რაც ამერიკის ბაზარზე შედგა, „სილიკონ ველზე“, არის იმის ნათელი მაგალითი, რომ ჩვენი ადგილობრივი ქართული სტარტაპები არიან ძალიან კონკურენტუნარიანები საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ახლა უკვე 10 - წლიანი გეგმის ფარგლებში გავაძლიეროთ მათთან გვერდში დგომის სტრატეგია“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ