ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენი მიზანია, სომხეთის სუვერენული ტერიტორია ხელშეუხებელი დარჩეს, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები თავდაპირველ პოზიციებს უნდა დაუბრუნდნენ

ჩვენი მიზანია, სომხეთის სუვერენული ტერიტორია ხელშეუხებელი დარჩეს, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები თავდაპირველ პოზიციებზე უნდა დაბრუნდნენ, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გუშინ დილით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა პროვოკაციული ქმედება ჩაიდინეს და სომხეთის სახელმწიფო საზღვარი სევის ტბის მონაკვეთზე გადმოკვეთეს. ჯერჯერობით არსებითად სიტუაციაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა და ვითარება იგივე რჩება. ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები არიან ტბის მახლობლად და იქ ასევე არის ბევრი ჩვენი ჯარისკაცი. მაგრამ სიტუაციამ სამხედრო ესკალაციას არ მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ხდება შეტაკებები ან ორმხრივი სროლა. გუშინდელი დღიდან მიმდინარეობს სამუშაოები აზერბაიჯანელი ჯარისკაცების იმ ტერიტორიიდან გაყვანის მიზნით”, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ეს ქმედება აზერბაიჯანის მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა, რადგან აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს აქვთ აშკარად ყალბი რუკები, რომლითაც ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ აზერბაიჯანის საზღვრებში არიან.

„ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ სიტუაციას, რადგან არსებითად, საქმე გვაქვს კრიზისთან, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს შემდგომი განვითარების რამდენიმე სცენარი. ჩვენი მიზანია, სომხეთის სუვერენული ტერიტორია იყოს და დარჩეს ხელშეუხებელი. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ თავდაპირველ პოზიციებს, ანუ იმ პოზიციებს, სადაც ისინი 10 მაისის მდგომარეობით იყვნენ განლაგებული ”, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზედაც შექმნის სიტუაციასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს