თავდაცვის მინისტრი - არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია და უსაფრთხოების საერთო მიზნების გარშემო გაერთიანება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე და უსაფრთხოების პრიორიტეტებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია და უსაფრთხოების საერთო მიზნების გარშემო გაერთიანება.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები მნიშვნელოვნად არყევს გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას.

„შავი ზღვის რეგიონში მისი პოლიტიკა, მზარდი მილიტარიზაცია, სამხედრო ძალებისა და მისი გამოყენების მზაობის დემონსტრირება მიზნად ისახავს რეგიონში დასავლეთის ინტერესებისა და წვდომის შეზღუდვას, სტაბილურობისა და მშვიდობის ხელყოფას. აღნიშნული პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მისი მილიტარიზაცია, იქ არსებული მეშვიდე და მეოთხე სამხედრო ბაზები, ასევე ჰიბრიდული ომების მეთოდებით, მათ შორის „მცოცავი ოკუპაციითა“ და ძალის გამოყენებით ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, მხოლოდ კოორდინირებული მოქმედებით, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობითა და არსებული რესურსების ეფექტური გამოყენებით არის შესაძლებელი გაიზარდოს სამხედრო აგრესიაზე პასუხის ხანგრძლივობა და შეიზღუდოს მოწინააღმდეგის მიერ ინტერვენციის განხორციელების შესაძლებლობა.

„ჩვენი თავდაცვის პოლიტიკა ეფუძნება ტოტალური თავდაცვის პრინციპს, რაც გულისხმობს სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და კონსოლიდაციას“, - აღნიშნა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო