ჯუანშერ ბურჭულაძე - თავდაცვის ძალების სიძლიერისა და ბრძოლისუნარიანობისათვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის განვითარება

თავდაცვის ძალების სიძლიერისა და ბრძოლისუნარიანობისათვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულძემ განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის უწყების პრიორიტეტებზე საუბრისას, ყურადღება ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის განვითარებასა და ჯარის ადგილობრივი პროდუქციით მომარაგებაზე გაამახვილა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითრების მიზნით, უკვე დაწყებულია საკვანძო მნიშვნელობის პროექტები, რომელთა განხორციელებაც საქართველოში წარმოებული სამხედრო პროდუქციით მომარაგების პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ძლიერი და ბრძოლისუნარიანი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებისთვის კი, მინისტრის თქმით, ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიისთვის სათანადო ყურადღების დათმობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„როგორც მოგეხსენებათ, 2020 წელს, თავდაცვის ძალებმა პირველად ისტორიაში „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე სხვადასხვა ჯავშანმანქანა მიიღო. „დელტაში„ ჯავშანმანქანების დამზადების გარდა, მუშაობა მიმდინარეობს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნის მოდულის, ჯავშანჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების, სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნების დამზადება და სხვა საცდელი პროექტები“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ადგილობრივად წარმოებული სამხედრო ინდუსტრიის ხარჯზე, საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისა და კონკურენტული პოზიციის მოპოვებისთვისაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა