ალეკო ელისაშვილი - არ ვაპირებთ რომელიმე ფრაქციაში გაწევრიანებას

მე და ლევან იოსელიანი არ ვაპირებთ რომელიმე ფრაქციაში გაწევრიანებას, ჩვენ არც ფრაქციის თავმჯდომარეობა გვეხარბება, არც მანქანა და მსგავსი პრივილეგიები არ გვიზიდავს,- ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ახალი რეგლამენტი მათ საკმარის ბერკეტს აძლევს პარლამენტში სრულფასოვნად საქმიანობის წარმართვისთვის. ელისაშვილის თქმით, მზად არის ყველას ეთანამშრომლოს და გადააბიჯოს ემოციებს, როცა საქმე ქვეყნის ინტერესს ეხება.

"ჩვენ საქმიანობას დამოუკიდებელად წარვმართავთ. ჩვენ არც ფრაქციის თავმჯდომარეობა გვეხარბება, არც მანქანა რომ გვემსახურებოდეს, მსგავსი პრივილეგიები არ გვიზადავს. საკმარისი ბერკეტი გვაქვს, კონსულტაციების რეჟიმში ისედაც ვართ და როცა ოპოზიცია სრულმასშტაბიანად იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, იმედი გვაქვს, რომ კომუნიკაცია კიდევ უფრო ინტენსიური იქნება. მე პირადად ვითანამშრომლებ აბსოლუტურად ყველასთან თუკი, საქმე შეეხება საქართველოსთვის და ხალხისთვის სასიკეთო საკითხებს, მზად ვარ ჩემს ემოციებს გადავაბიჯო ხოლმე", - განაცხადა ელისაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა