კახა კახიშვილი - „ქართული ოცნებისთვის“ ბევრი საზიანო გადაწყვეტილება იქნება, კონკრეტული რეგულაციებით უფრო უარეს შედეგს მიიღებენ და თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მაინც იტყვიან, რომ გაყალბდა

პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის „ქართული ოცნება“ ყველაზე კარგად გამოიყურება, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა დონეზე ექნება კომუნიკაცია ხალხთან - თუ კომუნიკაცია გაგრძელდება ისე, რომ ადამიანები მხოლოდ არჩევნების წინა დღეებში უნდა გაგვახსენდეს, ეს ხალხს უკვე ყელში აქვს ამოსული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

კახიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ კონკრეტული რეგულაციების მიღებით უფრო საზიანო შედეგს მიიღებს.

მისივე განმარტებით, „ოპოზიცია ხელისუფლებას ყველაფერს მიაღებინებს და თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მაინც იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა“.

“ბევრი ისეთი საზიანო გადაწყვეტილება იქნება „ქართული ოცნებისთვის“, კონკრეტული რეგულაციების მიღებით უფრო უარეს შედეგს მიიღებენ. ამ ყველაფერს მიაღებინებენ. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მაინც გამოვლენ და იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდაო. 43%-ზე ხომ შეთანხმდნენ, 45%-იც რომ ჰქონდეს დადგენილად „ქართულ ოცნებას“ იმაზეც იტყვიან, ის ორი პროცენტი გაყალბდაო. დღის წესრიგი ის კი არ არის, რამე შეიცვალოს სასიკეთოდ, დღის წესრიგია: “თქვენ წადით და ჩვენ მოვიდეთ, იმიტომ, რომ ასე უნდა გავაგრძელოთ ჩვენ ცხოვრება”. ეს არ არის სწორი არამხოლოდ მათი მხრიდან, არამედ ნებისმიერი პარტიიდან, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.

„ქართული ოცნების“ გადარჩენა იმაშია, რომ დღეს ოპოზიციაში ხელისუფლების მოსვლის შანსის მქონე ადამიანები არიან საკმაოდ არაპოპულარულები, ადამიანებს არ უნდათ მათი მობრუნება. მოსახლეობას ოპოზიციური პარტია შეიძლება უნდა, რომ „ნაცმოძრაობა“ არსებობდეს, რომელიც მუდმივად გალანძღავს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ არ უნდათ, რომ „ნაცმოძრაობა“ მოვიდეს ხელისუფლებაში. ყველაზე კარგ დღეში „ქართული ოცნებაა“ თუ ვიგულისხმებთ იმ დომხალს ოპოზიციაში, რაც ხდება. პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის „ქართული ოცნება“ ყველაზე კარგად გამოიყურება, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რა დონეზე ექნება კომუნიკაცია ხალხთან - თუ კომუნიკაცია გაგრძელდება ისე, რომ ადამიანები მხოლოდ არჩევნების წინა დღეებში უნდა გაგვახსენდეს, ეს ხალხს უკვე ყელში აქვს ამოსული“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა