მედია - აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მესამე ქვეყნის ნაცვლად, შესაძლოა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში შედგეს

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სავარაუდო შეხვედრა შესაძლოა შედგეს არა მესამე ქვეყანაში, არამედ ვიდეოკონფერენციის ფორმატში. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

გამოცემის ცნობით, კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამიტი ეპიდემიოლოგების განხილვის ცალკე საგანი იქნება.

რამდენიმე საათით ადრე, ვლადიმერ პუტინმა ვიდეოკონფერენცია გამართა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიუ გუტერეშთან, რომელიც ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. კრემლმა ასეთი ფორმატით შეხვედრა კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომებით ახსნა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს პირისპირ შეხვედრა მესამე ქვეყანაში 13 აპრილს შესთავაზა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს