ისრაელის თავდაცვითი უწყების ცნობით, „ჰამასის“ რაკეტების მწარმოებელი მთავარი ობიექტი და სამხედრო-საზღვაო პოსტი დაბომბეს ცენტრალურ ღაზაში.
გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში იარაღის მწარმოებელი არაერთი ობიექტი განეიტრალდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან მის ტერიტორიაზე დღეს დილიდან 160 რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს. მათივე თქმით, ათობით ჭურვი, რომელიც დასახლებული პუნქტებისკენ იყო მიმართული, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა.
ამასთან, ღაზადან ისრაელისკენ გასროლილი ათობით ჭურვი ანკლავის შიგნით დაეცა. შეიარაღებული ძალების ცნობით, ჯამში, 1 750 -მდე რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლა ორშაბათ საღამოდან ღაზას მხარემ ისრაელისკენ.