გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა ისრაელი-პალესტინის საკითხზე 14 მაისს აღარ გაიმართება

გაეროში ჩინეთის მუდმივი წარმომადგენლობის პრესსამსახური იუწყება, რომ 14 მაისს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აღარ გაიმართება. ამის შესახებ ებრაული მედია იუწყება.

ამის მიზეზად დასახელებულია ის ფაქტი, რომ უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის მიღწევა ვერ ხდება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ნორვეგიამ, ჩინეთმა და ტუნისმა 14 მაისს მოითხოვეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა, რომელიც მიეძღვნებოდა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ესკალაციას.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხდომა ღია იქნებოდა და მას დასწრებოდნენ ისრაელისა და პალესტინის ადმინისტრაციათა წარმომადგენლები.

ბოლო დღეების განმავლობაში გაეროს უშიშროების საბჭოს ორი სხდომა გაიმართა ვიდეოკონფერენციის ფორმატში. თუმცა, საერთო დეკლარაციის მიღება ვერ მოხერხდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა