ზვიად შალამბერიძე - რეგიონში ამ ეტაპზე ეპიდვითარება კრიტიკული არ არის

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძესთან ერთად კოვიდკლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა და რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე ინფორმაცია მოისმინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატიდან აცნობეს, მხარეებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობისა და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული საწოლფონდის შესახებ იმსჯელეს.

"რეგიონში ამ ეტაპზე ეპიდვითარება კრიტიკული არ არის და არსებული სიტუაციის მართვა სრულად შეგვიძლია. ყველა სამედიცინო დაწესებულებას გაქვთ COVID-19-ის მართვის გამოცდილება და დღემდე დიდი შრომის შედეგად მართავდით პანდემიას. რეგიონის მასშტაბით საკმარისი საწოლფონდიც გვაქვს და ამ ეტაპზე დაახლოებით 1500-მდე ადგილის მობილიზება შეგვიძლია. ვიმედოვნებ, რომ ამ დღეებში არ გვექნება ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობა და არ დაგვჭირდება არსებული საწოლფონდის სრულად ათვისება. პანდემიის სწორად მართვისთვის მთავარია, მოსახლეობამ დაიცვას რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთოს იმუნიზაციის პროცესში, რათა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა” , - განაცხადა ზვიად შალამბერიძე.

იმერეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 81 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა