აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი - სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს არ სჭირდებათ პირბადის ტარება

კოვიდ -19-ის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს არ სჭირდებათ პირბადის ტარება ან სოციალური დისტანცირება დახურულ თუ ღია სივრცეში, გარდა გარკვეული გარემოებებისა, - ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა განაცხადა.­

”თუ სრულად ხართ აცრილი, შეგიძლიათ დაიწყოთ ისეთი რამის გაკეთება, რაც პანდემიის გამო შეწყვიტეთ”, - თქვა როშელ ვალენსკიმ ბრიფინგზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ "გასულმა წელმა აჩვენა, რომ ეს ვირუსი შეიძლება არაპროგნოზირებადი იყოს, ამიტომ თუ სიტუაცია გაუარესდა, ყოველთვის არსებობს შანსი, რომ ამ რეკომენდაციებში ცვლილებების შეტანის საჭიროება დადგწს".

ამასთან, მოგზაურობის დროს ნიღბების ტარების მოთხოვნა - ავტობუსებში, მატარებლებში, თვითმფრინავებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში - ჯერ კიდევ დგას.

ვალენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კოვიდ -19-ის სიმპტომები, ვაქცინირებულებმაც კი, პირბადე უნდა გაიკეთონ.

რაც შეეხება არა ვაქცინირებულ პირებს, ვალენსკიმ დასძინა: "თქვენ რჩებით მსუბუქი ან მძიმე ავადმყოფობის, სიკვდილის ან დაავადების სხვაზე გავრცელების რისკის ქვეშ. თქვენ კვლავ უნდა გაიკეთოთ ნიღაბი და დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ აცრა."

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც პირი სრულად აიცრება - საბოლოო დოზიდან ორი კვირის შემდეგ, შეუძლია პირბადე მოიხსნას.

რეკომენდაციის თანახმად, აღინიშნა, რომ ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება განაგრძოს პირბადის ტარება მაშინაც კი, თუ სრულად აცრილია და ეს "კარგია".

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა