ისრაელის მედიის ინფორმაციით, შეფელას რეგიონში და ბენ გურიონის აეროპორტისკენ ღაზას მებრძოლებმა რაკეტების ტალღა გაუშვეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბენ გურიონის აეროპორტმა რეისების მიღება დროებით შეწყვიტა.
მედიის ცნობითვე, რაკეტების სერიას ისვრიან ქალაქების აშდოდისა და აშკელონის მიმართულებითაც. საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ მათი დიდი ნაწილი გაანეიტრალა თუმცა, რაკეტა მაინც ჩამოვარდა აშკელონში.
Times of Israel-ის ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან ცენტრალური ისრაელისკენ ბოლოს განხორციელებული სარაკეტო შეტევისას რაკეტა ჩამოვარდა რამლაშიც, რასაც ხანძარი მოჰყვა, თუმცა დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.