ინდოეთში კორონავირუსის 343 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 24 მილიონს გადააჭარბა

ინდოეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 343 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 24 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 4 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 262 317-ს მიაღწია.

ექსპერტების განცხადებით, რეალური რიცხვები უფრო მაღალია იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ბევრ რაიონში ტესტირების ჩატარების მაჩვენებელი დაბალია და შესაბამისად, ბევრი დაინფიცირებულისა და გარდაცვლილის ოფიციალურად აღრიცხვა არ ხდება.

იხილეთ ვიდეო:ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 24 მილიონს გადააჭარბა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს