JTEC დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსს მასპინძლობს

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსი მიმდინარეობს, სწავლებაში ქართველი, ამერიკელი, ლიეტუველი და უკრაინელი სამხედროები მონაწილეობენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მეცადინეობებს ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად ლიეტუველი ოფიცრები ატარებენ. ხუთდღიანი კურსი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისგან შედგება, მონაწილეები პრაქტიკულ ნაწილს ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გადიან, სადაც დღეს ათეულის საბრძოლო ვარჯიშის ფარგლებში დანაღმული მავთულხლართიანი დაბრკოლების გარღვევის ოპერაცია შეასრულეს.

“პროგრამა მიზნად ისახავს დამკვირვებელ-მაკონტროლებელი სამხედროების მომზადებას ნატოს სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც საერთაშორისო სწავლებებში მიიღებენ მონაწილეობას. სწავლების განმავლობაში მსმენელები იმ უნარ-ჩვევებს იძენენ, რომელიც მომავალში დაკვირვებისა და შეფასების პროცესში გამოადგებათ.

სწავლების დასრულების შემდეგ მსმენელები ქვედანაყოფებში წვრთნების დროს თანამებრძოლების შეფასებას, დაკვირვებასა და პროფესიულად მოქმედების შემდგომ მიმოხილვას განახორციელებენ. აღნიშნული კურსი მომავალშიც რეგულარულად ჩატარდება და უფრო მასშტაბური გახდება.

მეცადინეობას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დავით გაგუა და ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია