ბადრი ჯაფარიძე - მაჟორიტარების ნაწილში პირდაპირ იკვეთება კოორდინაციის საჭიროება, დანარჩენ ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველში აღრევა არ გამოვიწვიოთ

ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის იმ ნაწილის შემოსვლა პარლამენტში, რომელიც პარლამენტს გარეთაა, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციის პარლამენტში შესვლა შარლ მიშელის დოკუმენტის სრული იმპლემენტაციისა და პარლამენტში ოპოზიციის ფლანგის გაძლიერებისთვისაა აუცილებელი.

„ჩემი იმედია, სურვილია, რომ „ნაცმოძრაობა“ შემოვა პარლამენტში და პარლამენტის კედლებში ყველა ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, იმისთვის, რომ მოვემზადოთ არჩევნებისთვის და შევეცადოთ მაქსიმალური წვილი შევიტანოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის საქმეში. იმისთვის, რომ ოპოზიციურმა ფლანგმა გაიმარჯვოს და „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლოს იმ ზღვარამდე მისვლა, რომელიც თვითმმართელობის არჩევნებში დაწესებულია შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, ამისთვის აუცილებელია, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მაქსიმალურად შეძლოს არჩევნებზე თავისი ამომრჩევლის მოყვანა, გააფართოოს თავისი ამომრჩევლების ბაზა და კოორდინაცია განახორციელოს იქ, სადაც შესაძლებელია. მაგალითად, ეს არის მაჟორიტარი დეპუტატების თემა, სადაც პირდაპირ იკვეთება კოორდინაციის საჭიროება. დანარჩენ ნაწილში მნიშვნელოვანია ჩვენ ამომრჩეველში აღრევა არ გამოვიწვიოთ და თითოეულ პარტიას მკაფიოდ ჰქონდეს არჩევნების დროს იდენტობა განსაზღვრული. „ლელო“ მოქმედებს თავისი სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს