ანა დოლიძე - 400 ათასი პენსიონერის მიმართ შექმნილია უსამართლო სისტემა

400 ათასი პენსიონერის მიმართ შექმნილი არის აბსოლუტურად უსამართლო სისტემა - ყოველ მეორე პენსიონერს სესხი აქვს „ლიბერთი ბანკში“და იხდის ბევრად დიდ პროცენტს, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქე, - ამის შესახებ „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტის საფინანსო კომიტეტმა მოითხოვა, რომ შემცირდეს პროცენტი, მაგრამ ჯერჯერობით რეაგირება ეროვნულ ბანკის მხრიდან არ არის.

ამასთან, დოლიძემ აღნიშნა, რამდენიმე პენსიონერის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს და „მოვითხოვთ, რომ როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს მიერ გასაცემ პენსიებს და სოციალურ პაკეტებს, პროცენტი დაადგინოს არა ბაზარმა, არამედ სახელმწიფომ“.

„400 ათასი პენსიონერის მიმართ შექმნილი არის აბსოლუტურად უსამართლო სისტემა, როდესაც „ლიბერთი ბანკი“, როგორც მონოპოლისტი, რომელიც არიგებს პენსიებს, სარგებლობს საკუთარი მონოპოლისტური სიტუაციით და 35%-იან სესხებს გასცემს პენსიონრებზე. ყოველ მეორე პენსიონერს სესხი აქვს „ლიბერთი ბანკში“და იხდის ბევრად დიდ პროცენტს ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქე. ამასთან დაკავშირებით ერთი წლის წინ დავიწყეთ კამპანია. ერთ თვის წინ კი პარლამენტის საფინანსო კომიტეტმა მოითხოვა, რომ შემცირდეს პროცენტი. ჩვენ მოვკითხეთ რეაგირება ეროვნულ ბანკს, მაგრამ რეაგირება ჯერჯერობით არ არის.

დღეს ჩვენ რამდენიმე პენსიონერის სახელით შევიტანთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში და მოვითხოვთ, რომ როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს მიერ გასაცემ პენსიებს და სოციალურ პაკეტებს პროცენტი დაადგინოს არა ბაზარმა, არამედ სახელმწიფომ.

რეფირენსირების განაკვეთს ახდენს ეროვნულ ბანკი და ასეთ სიტუაციაში ეროვნულ ბანკს სახელმწიფოს სახელით შეუძლია დაადგინოს საბაზრო პროცენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ მსესხებელ პენსიონერს რამდენიმე ლარით გაუიაფდება სესხი, რომელიც „ლიბერთი ბანკში“ აქვს“, - განაცხადა დოლიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა