კრივში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულებს, ასევე მათ მწვრთნელს მადლობის სიგელი და ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცეს

კრივში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულ ჩემპიონებს ნიკოლოზ ბეგაძეს და ლაშა გურულს, ასევე მათ მწვრთნელს ტარიელ ბლუაშვილს მადლობის სიგელი და ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცეს. რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ისინი ასევე დაჯილდოვდნენ ერთწლიანი სტიპენდიით.

„დღეს რუსთავის მერთან და სახელოვნებო , სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, მადლობის სიგელი და ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადავეცით, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში კრივში გამარჯვებულ ჩემპიონებს ნიკოლოზ ბეგაძეს და ლაშა გურულს, ასევე მათ მწვრთნელს ტარიელ ბლუაშვილს , ისინი ასევე დაჯილდოვდნენ ერთწლიანი სტიპენდიით.

საამაყო ფაქტია სრულიად საქართველოსთვის და განსაკუთრებით რუსთავისთვის, რომ გვყავს ასეთი რანგის სპორტსმენები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ ყველა საჭირო პირობა იმისათვის, რომ კიდევ ბევრი წარმატება მოუტანონ ჩვენს ქვეყანას და ქალაქს.

2021 წლის 9 მაისს გაიმართა საქართველოს კრივის ეროვნული ჩემპიონატი, სადაც ორმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა. 91 + კილოგრამ წონით კატეგორიაში ნიკოლოზ ბეგაძემ, ხოლო 63 კოლოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა გურულმა“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

ინფორმაციას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის სამაჟორიტარო ბიურო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა