განათლების სამინისტროს განმარტებით, 51-ე საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი, რომელიც, კორონავირუსით გარდაიცვალა, სკოლაში 2 წელია აღარ მუშაობდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, 51-ე საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი, რომელიც გარდაიცვალა, განათლების სისტემაში 2 წელია აღარ მუშაობდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 51-ე საჯარო სკოლა 14 აპრილიდან, ანუ, უქმე დღეების დაწყებამდე 2 კვირით ადრე სრულად დისტანციურ ფორმატში სწავლობდა.

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში შეგნებულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას თბილისის 51-ე საჯარო სკოლის შესახებ, რომელიც სამინისტროს დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

განვმარტავთ, რომ ეპიდემიოლოგების დასკვნის საფუძველზე, 51-ე საჯარო სკოლა 14 აპრილიდან, ანუ, უქმე დღეების დაწყებამდე 2 კვირით ადრე სრულად დისტანციურ ფორმატში სწავლობდა. ამ პერიოდში და უქმე დღეებშიც მასწავლებლებსა და სკოლის პერსონალს არაერთგზის ჩაუტარდა სავალდებულო ტესტირება. ხოლო 13 მაისს სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში განახლებამდე, სკოლის შენობას ჩაუტარდა დეზინფექცია”,-აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, 51-ე საჯარო სკოლის ხელმძღვანელობა უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კორონავირუსს ბიოლოგიის მასწავლებელი ემსხვერპლა და სკოლაში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა