სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს

მინდა, ჩვენი გუნდის სახელით დაგპირდეთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შეგიქმნათ ყველა შესაბამისი პირობა იმისათვის, რომ სამშობლოს ღირსეულად ემსახუროთ, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა წვევამდელებს, რომლებიც დღეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს რიგებს შეუერთდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას, იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, რატი ბრეგაძემ ახალწვეულებთან ერთად, სამხედრო ფიცის დადება მათ მშობლებსაც მიულოცა და აღნიშნა, რომ თავადაც წილად ხვდა, იყოს სამხედრო მოსამსახურის მამა.

„ფიცის დადების ცერემონიას იუსტიციის მინისტრთან ერთად, თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი დაესწრო, რაც, თავის მხრივ, უპრეცედენტო შემთხვევაა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება. წვევამდელებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურად მოინახულონ სამხედრო ბაზები. ასევე, ჯარისკაცების მომზადების ტაქტიკას გაეცნონ და თავდაცვის აკადემიის სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცი ამიიღონ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, მინისტრმა განმარტა, რომ მომავალი თვიდან გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ყოველთვიური სარგო გაეზრდებათ.

ფიცის დადების ცერემონიაზე ახალწვეულებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. რის შემდეგაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„ფიცის დადების ცერემონია რუსთავში სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. სამხედრო ფიცი დღეს 18-მა წვევამდელმა დადო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა