უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა ხვალაც გაიმართება

უმრავლესობის წევრებსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა ხვალაც გაიმართება. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში, 17:00 საათზე დაიწყება.

როგორც დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, დარჩა საკითხები, რაზეც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე მხარეებმა მსჯელობა უნდა განაგრძონ. შეჯერებული დოკუმენტი კი ვენეციის კომისიას მომავალ კვირაში გადაეგზავნება.

ერთ-ერთი საკითხი, რაც ხვალინდელ შეხვედრაზე უნდა განიხილონ, ცესკო-ში წარმომადგენლის ყოლას ეხება. დღეს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს წინადადება, რომ ცესკო-ში წარმომადგენლის დანიშვნის შესაძლებლობა ჰქონდეს არა “პატრიოტთა ალიანსს”, არამედ მისგან გამოყოფილ და პარლამენტში შესული დეპუტატების მიერ შექმნილ პარტიას “ევროპელ სოციალისტებს”. ამასთან, კვლავ მსჯელობის საგანია, რა ნიშნით უნდა დაინიშნოს ცესკო-ს თავმჯდომარის მოდგილე. მმართველ გუნდს აქვს ინიციატივა, რომ ამ პოზიციაზე არჩეული იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და არაპარტიული ინტერესის მქონე პირი. თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს შარლ მიშელის დოკუმენტის დარღევა იქნება, რადგან შეთანხმების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს.

დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის შესაძლებლობა, რომ ცესკო-ს თავმდჯომარეს ორი მოადგილე ჰყავდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა