ივერი მელაშვილის ადვოკატის განცხადებით, დღეს დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ბრალდებულებს ქვეყნის საწინააღმდეგოდ ნაბიჯები არ გადაუდგამთ

არც ივერი მელაშვილს, არც ნატალია ილიჩოვას და არც კომისიას, ქვეყნის საწინააღმდეგოდ არც ერთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ, - ამის შესახებ ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, დღეს დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ბრალდებულებს ქვეყნის საწინააღმდეგოდ ნაბიჯები არ გადაუდგამთ.

„სამი მოწმე დაიკითხა დღევანდელ პროცესზე. საქართველოს ყოფილმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რომელიც კომისიის ორმხრივ შეხვედრებს ესწრებოდა, ასევე ამავე საელჩოს წარმომადგენლებმა პროცესზე დაადასტურეს, რომ იმ შეხვედრებზე, რომელებსაც ისინი ესწრებოდნენ და მონაწილეობდნენ, არ შეუმჩნევიათ, რომ ვინმეს, მათ შორის, ივერი მელაშვილს ან კომისიას ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიეღოთ. ამ შემთხვევაში ადამიანებმა სწორად წარმოადგინეს ფაქტობრივი გარემოებები, მათი დამოკიდებულება.

შესაბამისად, ეს არის რეალობა, როცა არც ივერი მელაშვილს, არც ნატალია ილიჩოვას და არც კომისიას ქვეყნის საწინააღმდეგოდ არც ერთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ის, რომ ივერი მელაშვილი იყო მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები კომისიის ფარგლებში, არც ერთ მოწმეს არ დაუდასტურებია. იყო ივერი მელაშვილის წარსულიდან გამომდინარე საუბარი, რომ მას მეტი კომპეტენცია და გამოცდილება ჰქონდა, თუმცა, კომისიის ყველა წევრს ჰქონდა საშუალება, მისი პოზიცია წარმოედგინა",- განაცხადა მარიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს