„სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრის განცხადებით, ცვლილებების შესაბამისად დაკომპლექტდება ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელსაც პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების ნდობა ექნება

„სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრის ანა კობახიძის შეფასებით, ცესკო-ს დეპარტამენტების პასუხისმგებლობის საკითხიც შეიძლება დადგეს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, როცა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე დასრულდება მუშაობა და პარლამენტის მიერ მიღებული იქნება ახალი საარჩევნო კოდექსი. როგორც მან აღნიშნა, ცვლილებების შესაბამისად დაკომპლექტდება ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელსაც პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების ნდობა ექნება.

„დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა, რაც გულისხმობს რეორგანიზაციას სხვადასხვა დეპარტამენტებში.

რეორგანიზაცია მარტის თვეში დაიწყო, პირველ ეტაპზე მოხდა მდივნის აპარატის შექმნა და მისი ფუნქციების გაძლიერება, ახლა ეს უკვე ეხება იმ დეპარტამენტების გაძლიერებას, სადაც სახელისუფლებო პარტია ხედავს მეტ დასაყრდენს.

ამ პროცესის არასანდოობას იწვევს ის ადმინისტრაცია, რომელიც ამ დრომდეა მოქმედი, ანუ კომისია ახლა შედგება „ქართული ოცნების" 3 წევრისგან და ე.წ. ნეიტრალური წევრებისგან, რომელთა სანდოობის საკითხის გამო, ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი.

რეორგანიზაციის აუცილებლობის საკითხი და ასევე ცესკოს დეპარტამენტების პასუხისმგებლობის საკითხიც შეიძლება დადგეს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, როცა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე დასრულდება მუშაობა და პარლამენტის მიერ მიღებული იქნება ახალი საარჩევნო კოდექსი. ცვლილებების შესაბამისად დაკომპლექტდება ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელსაც ექნება ნდობა პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების.

დეტალურად შევისწავლით დღეს მიღებულ დადგენილებას, რომელიც გვაჩვენებს, რა არის რეალურად ამ რეორგანიზაციის მიზეზი. არის თუ არა რეაგირება კონკრეტული დეპარტამენტების შეცდომებზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს და ამ დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა თუ არა? თუ პირიქით ახალისებენ იმ დეპარტამენტებს, რომლებიც ერთგულად ემსახურნენ ბოლო და არა მარტო ბოლო არჩევნებზე", -განაცხადა ანა კობახიძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა