სხვადასხვა სამუშაოს გამო 17 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო 17 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, გუდამაყრის, ჩარგლის, ზიგზაგის, დავით გარეჯელის, გლინკას, გვაზაურის, ბოგვის, ლიახვის, რატევანის, შენგელიას, ხორნაბუჯის, ჟინვალის, ნაგომარის, მუხრანის, ერწოს, ქვიშხეთის, ხევისუბნის, ფეიქრების, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ხვინგიას, წიწამურის, ჭილაიას, ცოტნე დადიანის, ტრაქტორის, ზესტაფონის, ნინუას და საყვირის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ბოგვის, ზიგზაგის, ჩარგლის და გვაზაურის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხაძის, ფალიაშვილის, აბაშიძის, დარიალის და ტიციან ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხაძის, ფალიაშვილის, აბაშიძის, დარიალის და ტიციან ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების, თეთრიხევის დასახლების და სამგორის შესახვევის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მამისაშვილის, იმედაძის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V მიკრორაიონის და აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, ზემო ფონიჭალის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, ფონიჭალის III მიკრორაიონის, ლომინაძის, სურგულაძის, ანდრო ჟორდანიას, ლევან ღოღობერიძის და ვირსალაძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის და კვინიტაძის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლენტეხის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა