Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 1.4 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 176 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 1.4 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 9.2% -ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის თანახმად, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 22.7 მილიონ ადამიანს უტარდება. გამოყენებული ვაქცინების რაოდენობით მსოფლიოში ჩინეთი ლიდერობს, სადაც ვაქცინების 336 მილიონზე მეტი დოზაა გახარჯული. 268 მილიონი დოზაა გამოყენებული აშშ-ში, 191 მილიონი - ევროკავშირში, 180 მილიონი - ინდოეთში. ყველაზე მეტი მოქალაქე, პროცენტულად, ისრაელშია აცრილი, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 56 %-ს აქვს გაკეთებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა