პარიზში პალესტინელების მხარდამჭერ აქციაზე დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია 44 აქტივისტი

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში პალესტინელების მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს.ისინი აცხადებდნენ, რომ ღაზას სექტორში ისრაელის ქმედებები უკანონოა და მსოფლიომ ამაზე თვალი არ უნდა დახუჭოს.

სამართალდამცავებმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო აქტივისტებს დაშლა სთხოვეს. დემონსტრანტების დაუმორჩილებლობის გამო კი პოლიციელებმა მათ მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პოლიციამ 44 აქტივისტი დააკავა.

პარიზის გარდა პალესტინელების მხარდამჭერი აქციები გაიმართა მარსელსა და ლიონშიც, სადაც შედარებით მსუბუქი შეზღუდვებია და აქციებმა მშვიდობიანად ჩაიარა.

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის გარდა პალესტინელების მხარდასაჭერად აქციები გერმანიაში, ესპანეთში, საბერძნეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრიაშიც გაიმართა.

იხილეთ ვიდეო:პარიზში პალესტინელების მხარდამჭერ აქციაზე დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია 44 აქტივისტი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა