JTEC-ში დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ მიულოცეს.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, მათ ყურადღება საერთაშორისო კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და საერთაშორისო პარტნიორებს ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

„კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა საქართველოში ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ. ღონისძიების ფარგლებში მსმენელებმა სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს. დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსი ხუთი დღის განმავლობაში JTEC-სა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარეობდა და თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. სწავლებას ქართველი და ლიეტუველი ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ და მასში ქართველ სამხედროებთან ერთად, ამერიკელი, ლიეტუველი და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ“,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?