პორტუგალიასა და ნიდერლანდებში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების გამო რეგულაციების შემსუბუქება დაიწყო

Euronews-ის ინფორმაციით, პორტუგალიასა და ნიდერლანდებში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების გამო რეგულაციების შემსუბუქება დაიწყო.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები მცირდება და ისინი მზად არია ზაფხულში ტურისტები მიიღონ.

ნიდერლანდების მოქალაქეებს 15 მაისიდან უფლება აქვთ პორტუგალიაში, მალტაში, ირლანდიაში, ტაილანდში, რუანდასა და საბერძნეთში იმოგზაურონ.

Euronews-ის ინფორმაციით, უკან დაბრუნების შემდეგ ისინი ვალდებულები არ არიან თვითიზოლაციაში გადავიდნენ. პორტუგალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ევროპის იმ ქვეყნების მოქალაქეებს, სადაც მეტ-ნაკლებად სტაბილური ეპიდსიტუაციაა, ქვეყანაში შესვლა ორშაბათიდან შეეძლებათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს